7-დან 9 აგვისტომდე მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის გზაზე შეზღუდვები დაწესდება
7-დან 9 აგვისტომდე მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის გზაზე შეზღუდვები დაწესდება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის 94-ე კმ-ზე არსებულ გვირაბში, ე.წ. ღია გალერიაში, დაგეგმილია დაზიანებული ასფალტის საფარის აღდგენითი სამუშაოების წარმოება. ამის გამო, აღნიშნულ მონაკვეთზე 7, 8 და 9 აგვისტოს, ყოველდღე 09:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე იკრძალება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დღე-ღამის დანარჩენ პერიოდში ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

დატოვე კომენტარი