მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის გზაზე მოძრაობა თავისუფალია
მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის გზაზე მოძრაობა თავისუფალია

მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის გზაზე მოძრაობა თავისუფალია, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

„საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზაზე ინტენსიური წვიმისა და ღვარცოფული გამონატანების გამო, გვიან ღამით აღნიშნული გზის 105-ე კმ-ზე და დღეს კმ87-კმ88 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა რამდენიმე საათით შეფერხდა.

ადგილზე, გუშინ ღამიდან მობილიზებული იყო შესაბამისი ტექნიკა. საავტომობილო გზების დეპარტამენტისა და კონტრაქტორი ორგანიზაციის წარმომადგენლები გზის გაწმენდით სამუშაოებს უწყვეტ რეჟიმში აწარმოებდნენ.

ჩატარებული სამუშაოების შედეგად, ამ დროისთვის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზაზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია“, – აღნიშნულია საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციაში.

დატოვე კომენტარი