მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტისთვის მოძრაობა აკრძალულია

10:06, 24.03.2019

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, ზვავსაშიშროების გამო, მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, კერძოდ, მცხეთა- სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური (ფოსტა)- კობის მონაკვეთზე, ყველა სახის ავტოტრანსპორტისთვის მოძრაობა აკრძალულია.

„მოქალაქეებს მოვუწოდებთ, დაემორჩილონ საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მითითებებს და დაიცვან საგზაო მოძრაობის წესები“,- აღნიშნულია საპატრულო პოლიციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მსგავსი