როსტოვის სასამართლომ 72 წლის პენსიონერს სახელმწიფო ღალატში დასდო ბრალი და 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
რუსეთში, ქალაქ როსტოვის სასამართლომ 72 წლის პენსიონერს, ვლადიმირ მორგუნოვს სახელმწიფო ღალატის ბრალდებით 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. პროკურატურა მისთვის რვაწლიან პატიმრობას ითხოვდა. როგორც რუსული მედია წერს, მამაკაცს უკრაინის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობაში დასდეს ბრალი.
უკრაინასთან მოსაზღვრე სოფლის ჩერტკოვოს მცხოვრები მორგუნოვი 2018 წლის ნოემბერში დააკავეს. ჩხრეკის დროს მას ორი პასპორტი აღმოუჩინეს – რუსული და უკრაინული, ასევე ტელეფონების ათი ყუთი და სიმ-ბარათები.
როსტოვის სასამართლოს მიერ გავრცელებული პრესრელიზის თანახმად, მორგუნოვმა ბრალი აღიარა.