„როსკოსმოსის“ ხელმძღვანელის მრჩეველი, „კომერსანტის“ ყოფილი ჟურნალისტი ივან საფრონოვი სახელმწიფო ღალატის ბრალდებით დააკავეს

20:10, 07.07.2020

„როსკოსმოსის“ ხელმძღვანელის მრჩეველი ივან საფრონოვი სახელმწიფო ღალატის ბრალდებით დააკავეს.

რუსეთის უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ივან საფრონოვი ქვეყნის უსაფრთხოების, თავდაცვისა და სამხედრო თანამშრომლობის შესახებ ინფორმაციას აგროვებდა და ნატო-ს სპეცსამსახურების ერთ-ერთ წარმომადგენელს აწვდიდა. მას სახელმწიფო ღალატის მუხლით წაუყენეს ბრალი. თუმცა, საფრონოვი თავს დამნაშავედ არ ცნობს.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მას 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

ივან საფრონოვი 2010-2019 წლებში იყო გამოცემა „კომერსანტის“ ჟურნალისტი. „როსკოსმოსის“ ხელმძღვანელის, დიმიტრი როგოზინის მრჩევლად კი მაისის ბოლოს დაინიშნა.

ახლა სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს, დატოვებს თუ არა მას წინასწარ პატიმრობაში.

 

 

მსგავსი