მოსკოვში სახელმწიფო ღალატში ბრალდებულ ივან საფრონოვის მხარდამჭერ აქციაზე 20-მდე პირი დააკავეს
მოსკოვში სახელმწიფო ღალატში ბრალდებულ ივან საფრონოვის მხარდამჭერ აქციაზე 20-მდე პირი დააკავეს

სახელმწიფო ღალატის ბრალდებით დაკავებული ივან საფრონოვის მხარდასაჭერად მოსკოვში უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის შენობასთან გამართული საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს.

რუსული სააგენტო „ტასი” წერს, რომ დაკავებულია 20-მდე ადამიანი, მათ შორის უმრავლესობა ჟურნალისტები.

„როსკოსმოსის“ გენერალური დირექტორის მრჩეველი ივან საფრონოვი დღეს დილით სახელმწიფო ღალატის ბრალდებით დააკავეს. როგორც რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის პრესცენტრის განცხადებაშია ნათქვამი, ის ეჭვმიტანილია ნატო-ს წევრი ერთი-ერთი ქვეყნის სპეცსამსახურებისთვის სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის მიწოდებაში.

მას 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.