როსტოვის ოლქში მდებარე ნავთობის ბაზაზე, რომელზე დარტყმაც 18 აგვისტოს უკრაინელებმა დრონებით მიიტანეს, ხანძარი გაძლიერდა
როსტოვის ოლქში მდებარე ნავთობის ბაზაზე, რომელზე დარტყმაც 18 აგვისტოს უკრაინელებმა დრონებით მიიტანეს, ხანძარი გაძლიერდა

როსტოვის ოლქში მდებარე ნავთობის ბაზაზე, რომელზე დარტყმაც 18 აგვისტოს უკრაინელებმა დრონებით მიიტანეს, ხანძარი გაძლიერდა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, დღეს ნავთობის ბაზაზე კიდევ ერთი რეზერვუარი აფეთქდა.

არსებული ცნობებით, აფეთქების შედეგად არავინ დაშავებულა.

სულ რამდენი რეზერვუარი იწვის როსტოვში მდებარე ბაზაზე, ოფიციალურად ცნობილი არ არის. 19 აგვისტოს ვრცელდებოდა ცნობა, რომ ცეცხლი 11 რეზერვუარს უკიდია. სულ ნავთობბაზაზე, სავარაუდოდ, 70-მდე რეზერვუარია განთავსებული.

რუსეთის ხელისუფლების ცნობით, ხანძრის ჩაქრობას 600 მეხანძრე-მაშველი ცდილობს.

ადგილობრივი ხელისუფლება აცხადებს, რომ ცეცხლის ჩაქრობაში ჩართულია ორი თვითმფრინავი და სახანძრო მატარებელიც.

რუსულ ტელეგრამარხებში აცხადებენ, რომ ხანძრის შედეგად წარმოქმნილმა კვამლმა უკვე მიაღწია ქალაქ დონის როსტოვს, რომელიც ნავთობის ბაზიდან 165 კილომეტრში მდებარეობს.