„ბიბისის“ ცნობით, ევგენი პრიგოჟინი როსტოვში რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილესა და რუსეთის სამხედრო დაზვერვის სამსახურის უფროსის მოადგილეს შეხვდა
„ბიბისის“ ცნობით, ევგენი პრიგოჟინი როსტოვში რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილესა და რუსეთის სამხედრო დაზვერვის სამსახურის უფროსის მოადგილეს შეხვდა

ევგენი პრიგოჟინი ქალაქ როსტოვში რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილეს, იუნუს-ბეკ ევკუროვსა და რუსეთის სამხედრო დაზვერვის სამსახურის უფროსის მოადგილეს, ვლადიმერ ალექსეევს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

გავრცელებული ცნობით, ვიდეო დღეს დილით გამოქვეყნდა „ვაგნერთან“ დაკავშირებულ ტელეგრამარხზე.

„ბიბისიმ“ გამოიყენა სახის ბიომეტრიული შედარების ინსტრუმენტები ევკუროვის ვინაობის მაღალი ხარისხით დადასტურებისთვის.

როგორც ამბობენ, შეხვედრა შედგა რუსეთის სამხრეთ სამხედრო ოლქის შტაბბინაში, ქალაქ როსტოვში. ვიდეოში ჩანს, რომ სამი მამაკაცი ხვდება ეზოს ხეების ქვეშ, მაგრამ სატელიტური გამოსახულება ვერ იქნა გამოყენებული მდებარეობის დასადასტურებლად.

„ბიბისის“ ინფორმაციით, ადრე გადაღებული ფოტოები რელიგიურ ცერემონიაზე და გამოქვეყნებული რუსულ სამხედრო ვებგვერდზე, ადასტურებს, რომ შეხვედრა მართლაც შედგა შენობაში. შეხვედრა, სავარაუდოდ, დღეს დილით გაიმართა.