როს უილსონი - ხელისუფლებას ვალდებულება აქვს, დაიცვას ადამიანის პირადი ცხოვრება
ხელისუფლებას აქვს ვალდებულება, დაიცვას ადამიანის პირადი ცხოვრება,- ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა როს უილსონმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.
უილსონი იმედოვნებს, რომ აღნიშნული საკითხი სათანადოდ იქნება გამოძიებული.
„პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების ხელახლა გავრცელებასთან დაკავშირებით ინფორმაციას პრესაში გავეცანი. ეს, რა თქმა უნდა, გასაკიცხი და ძალიან ცუდია, როდესაც ადამიანის პირადი ცხოვრების ხელყოფა ხდება. შესაბამისად მთავრობას, ხელისუფლებას აქვს ვალდებულება, დაიცვას ადამიანის პირადი ცხოვრება და ვფიქრობ, ეს საკითხი გამოძიებული იქნება ისე, როგორც ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ“,- განაცხადა უილსონმა.