არქეოლოგებმა რომში ღვთაება დიონისეს ქანდაკების მარმარილოს თავი აღმოაჩინეს. დიონისე ძველი ბერძნების მევენახეობისა და მეღვინეობის ღმერთი იყო, რომაულში კი მისი ანალოგია ღვინის, ცეკვისა და ნაყოფიერების ღმერთი ბახუსი.
აღმოჩენა ქალაქის ცენტრში მიმდინარე გათხრებისას მოხდა, ძველი რომის ფორუმის ნანგრევების სიახლოვეს.
ღვთაების თავი იმპერიული ხანის მარმარილოს დიდი ქანდაკების ნაწილი უნდა ყოფილიყო.
მარმარილოს თავი არქეოლოგებმა შუა საუკუნეების კედელთან მიმდინარე გათხრებისას, არქეოლოგებმა იპოვეს. ისინი დარწმუნებული არიან, რომ თავი ღვთაება დიონისეს, რომაელებისთვის ბახუსს განასახიერებს.
არქეოლოგთა განცხადებით, თავი კედელში იყო ჩაშენებული, ანუ ხელახლა იყო გამოყენებული სამშენებლო მასალად, რაც შუა საუკუნეებში ხშირად ხდებოდა.
ქანდაკების სახე დახვეწილი, გრაციოზული, ახალგაზრდული და ფემინურია — ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ ის მართლაც დიონისეს ასახავს.
რომის მერის, ვირჯინია რაგის განცხადებით, ქანდაკების თავი გაწმენდის შემდეგ გამოიფინება.
რომის არქეოლოგიური მუზეუმის დირექტორის, კლაუდიო პარისის განცხადებით, ქანდაკების თავი ძვ. წ. I — ახ. წ. II საუკუნეებს შორის პერიოდს მიეკუთვნება.
ბერძნულ მითოლოგიაში დიონისე ზევსისა და თებეს მეფის მოკვდავი ქალიშვილის, სემელას ვაჟი იყო.
დიონისეს კულტი მოგვიანებით რომაულმა პანთეონმაც გადაიღო, სადაც მას ბახუსი უწოდეს.