რომის პაპი რუსეთის პატრიარქს მიმართავს - ჩვენ არ ვართ სახელმწიფო სასულიერო პირები, ჩვენ იესოს ენით უნდა ვისაუბროთ, პატრიარქი ვერ გადაიქცევა პუტინის დაქვემდებარებულად
ძმაო, ჩვენ არ ვართ სახელმწიფო სასულიერო პირები, ჩვენ არ შეგვიძლია, გამოვიყენოთ პოლიტიკის ენა, ჩვენ იესოს ენით უნდა ვისაუბროთ, – ასე მიმართა რომის პაპმა ფრანცისკემ რუსეთის პატრიარქ კირილეს ონლაინფორმატით შეხვედრისას.
რომის პაპი აღნიშნულის შესახებ იტალიურ გაზეთ „კორიერე დელა სერასთან“ ინტერვიუში აცხადებს.
კათოლიკური ეკლესიის ხელმძღვანელმა იტალიურ მედიასთან რელიგიურ ლიდერებს შორის 16 მარტს გამართული შეხვედრის დეტალებზე ისაუბრა. რომის პაპის თქმით, რუსეთის პატრიარქი კირილე ომის გამართლებას 20 წუთის განმავლობაში ცდილობდა.
„მოვუსმინე და ვუთხარი: ამის შესახებ ვერაფერი გავიგე. ძმაო, ჩვენ არ ვართ სახელმწიფო სასულიერო პირები, ჩვენ არ შეგვიძლია, გამოვიყენოთ პოლიტიკის ენა, ჩვენ იესოს ენით უნდა ვისაუბროთ. პატრიარქი ვერ გადაიქცევა პუტინის დაქვემდებარებულად“, – განაცხადა რომის პაპმა.