რომის პაპმა რუსეთის პატრიარქს მოსკოვის რომელიმე აეროპორტის ტერიტორიაზე შეხვედრა შესთავაზა
რომის პაპმა რუსეთის პატრიარქს მოსკოვის რომელიმე აეროპორტის ტერიტორიაზე შეხვედრა შესთავაზა

რომის პაპმა ფრანცისკემ რუსეთის პატრიარქს, კირილს მოსკოვის რომელიმე აეროპორტის ტერიტორიაზე შეხვედრა შესთავაზა. რუსული მედიის ინფორმაციით, კათოლიკური ეკლესიის ხელმძღვანელი მონღოლეთში გეგმავს ვიზიტს და საწვავის შესავსებად თვითმფრინავი რუსეთის დედაქალაქში დაჯდება.

სტაროვერების მსოფლიო კავშირის თავმჯდომარე ლეონიდ სევასტიანოვი აცხადებს, რომ პატრიარქ კირილისა და რომის პაპის პირველი შეხვედრა 2016 წელს ჰავანის აეროპორტში შედგა, ამიტომ მსგავსი შეხვედრის გამართვა ახლაც შეიძლება.

„აეროპორტი ითვლება სატრანზიტო ზონად, ნეიტრალურად, ეს არ გამოიწვევს წინააღმდეგობას მათთან, ვინც ეწინააღმდეგება პონტიფიკოსის რუსეთში ვიზიტს. თუ ამაზე იქნება პატრიარქის პასუხი, მაშინ ასეთი შეხვედრა, შესაძლოა, 31 აგვისტოს მოხდეს პაპის მონღოლეთისკენ მიმავალ გზაზე ან 4 სექტემბერს, უკან დაბრუნების დროს“, – განაცხადა ლეონიდ სევასტიანოვმა.