რომის პაპი მესოპოტამიის უძველეს ქალაქ ურში რელიგიათაშორის ლოცვით მსახურებას ჩაატარებს
რომის პაპი მესოპოტამიის უძველეს ქალაქ ურში რელიგიათაშორის ლოცვით მსახურებას ჩაატარებს

რომის პაპი ერაყში ვიზიტის ფარგლებში მესოპოტამიის უძველეს ქალაქ ურში რელიგიათაშორის ლოცვით მსახურებას ჩაატარებს.

დედაქალაქ ბაღდადიდან სამხრეთით, დაახლოებით 300 კმ-ზე მდებარე ტერიტორია მოიცავს პირამიდის სტილის ზიგურატს და მის მიმდებარე საცხოვრებელ კომპლექსს, ასევე ტაძრებსა და სასახლეებს.

ესაა მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი ქალაქი, სადაც დაიწყო საქალაქო ცხოვრება, მწერლობა და ცენტრალური სახელმწიფო ძალაუფლება. რელიგიათოშირის ლოცვით მსახურებას დაესწრებიან ქრისტიანები, მუსლიმები, იეზიდი, მანდაიზმის მიმდევრები და ერაყში მცხოვრები სხვა რელიგიური უმცირესობები.

ყურადღება გამახვილდება რელიგიურ ჯგუფებს შორის ჰარმონიაზე, რომელსაც ვატიკანმა დაარქვა „ლოცვა აბრაამის ვაჟებისა და ქალიშვილებისთვის“.

ზიგურატის გვერდით მდებარე კომპლექსი ჩვენს წელთაღრიცხვამდე დაახლოებით 1 900 წელს ითვლის. „როიტერი“ წერს, რომ ბიბლიური წიგნის „დაბადების“ მიხედვით, იუდაიზმის, ქრისტიანობის და ისლამის მამა აბრაამი სწორედ ურში ცხოვრობდა, ვიდრე ღმერთმა მას მოუწოდა, შეექმნა ახალი ერი იმ ქვეყანაში, რომელიც მოგვიანებით შეიტყო, რომ ქანაანი იქნებოდა.

რომის პაპი ფრანცისკე ერაყს მომავალ კვირაში ესტუმრება.