რომის პაპი – არასოდეს დაივიწყოთ, რომ ომი ყოველთვის დამარცხებას ნიშნავს, ჩვენ არ შეგვიძლია ომის დროს წინსვლა, ყველანაირი შესაძლებლობა უნდა გამოვიყენოთ, რათა ვაწარმოოთ მოლაპარაკებები

21:56, 20.03.2024

რომის პაპი ფრანცისკე კიდევ ერთხელ გამოვიდა სამშვიდობო მოლაპარაკებების მოწოდებით უკრაინასა და ახლო აღმოსავლეთში ომის დასასრულებლად. ამის შესახებ ინფორმაციას Vatican news-ი ავრცელებს.

„არასოდეს დაივიწყოთ, რომ ომი ყოველთვის დამარცხებას ნიშნავს. ჩვენ არ შეგვიძლია ომის დროს წინსვლა. ჩვენ ყველანაირი შესაძლებლობა უნდა გამოვიყენოთ, რათა ვისაუბროთ და ვაწარმოოთ მოლაპარაკებები“, – აღნიშნა კათოლიკური ეკლესიის ხელმძღვანელმა.

მსგავსი