რომის პაპი - არასოდეს დაივიწყოთ, რომ ომი ყოველთვის დამარცხებას ნიშნავს, ჩვენ არ შეგვიძლია ომის დროს წინსვლა, ყველანაირი შესაძლებლობა უნდა გამოვიყენოთ, რათა ვაწარმოოთ მოლაპარაკებები
რომის პაპი ფრანცისკე კიდევ ერთხელ გამოვიდა სამშვიდობო მოლაპარაკებების მოწოდებით უკრაინასა და ახლო აღმოსავლეთში ომის დასასრულებლად. ამის შესახებ ინფორმაციას Vatican news-ი ავრცელებს.
„არასოდეს დაივიწყოთ, რომ ომი ყოველთვის დამარცხებას ნიშნავს. ჩვენ არ შეგვიძლია ომის დროს წინსვლა. ჩვენ ყველანაირი შესაძლებლობა უნდა გამოვიყენოთ, რათა ვისაუბროთ და ვაწარმოოთ მოლაპარაკებები“, – აღნიშნა კათოლიკური ეკლესიის ხელმძღვანელმა.