შვეიცარიამ რომის პაპი მშვიდობის გლობალურ სამიტზე მიიწვია
შვეიცარიამ რომის პაპი მშვიდობის გლობალურ სამიტზე მიიწვია

შვეიცარიამ რომის პაპი მშვიდობის გლობალურ სამიტზე მიიწვია. ამის შესახებ შვეიცარიის პრეზიდენტმა, ვიოლა ამერდიმ მედიასთან ინტერვიუში ისაუბრა.

ვიოლა ამერდი რომის პაპს იტალიაში ვიზიტის ფარგლებში შეხვდა.

„ჩვენ ვისაუბრეთ უკრაინის ომზე და მსოფლიოს სხვა კონფლიქტურ ადგილებზე. ვატიკანი დადებითად არის განწყობილი სამშვიდობო კონფერენციის მიმართ“, – აღნიშნა შვეიცარიის პრეზიდენტმა.

მედიის ცნობით, სავარაუდოდ, შვეიცარიამ სამიტზე დასასწრებად მოწვევა გაუგზავნა ბრაზილიას, ინდოეთს, ჩინეთსა და სამხრეთ აფრიკას.

მშვიდობის გლობალური სამიტი 15-16 ივნისს შვეიცარიის ქალაქ ბიურგენსტოკში გაიმართება.