ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ რომის პაპთან შეხვედრაზე ომის შედეგებზე, მშვიდობის დამყარებაში წმინდა საყდრის როლსა და მშვიდობის გლობალური სამიტის შესახებ ისაუბრეს
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რომის პაპ ფრანცისკეს შეხვდა.
როგორც ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს, „შეხვედრაზე განიხილეს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის შედეგები, რუსული საჰაერო ტერორი და ენერგეტიკის სექტორში შექმნილი რთული ვითარება“.
„ასევე განვიხილეთ მშვიდობის ფორმულა, წმინდა საყდრის როლი უკრაინაში სამართლიანობისა და მშვიდობის დამყარებაში, მშვიდობის გლობალური სამიტის მოლოდინები“, – წერს ზელენსკი.
ამასთან, როგორც ზელენსკი წერს, მადლობა გადაუხადა პაპს მშვიდობის გლობალურ სამიტში ვატიკანის მონაწილეობისთვის და მშვიდობასთან დაახლოების პროცესში მათ ჩართულობას გაუსვა ხაზი.
I met with @Pontifex and thanked His Holiness for his prayers for peace in Ukraine, his spiritual closeness to our people, and humanitarian aid for Ukrainians.
I informed the Pope about the consequences of Russian aggression, its air terror, and the difficult energy situation.… pic.twitter.com/MHhgrzbRZG
— Volodymyr Zelenskyy / Володимир Зеленський (@ZelenskyyUa) June 14, 2024