რომელი სერიალების ახალი სეზონები გამოდის შემოდგომაზე
17:30, 17.09.2021
შემოდგომა დიდი პრემიერების სეზონია. ყველასათვის საყვარელი სატელევიზიო შოუების ახალი სეზონები სწორედ სექტემბერ-ოქტომბერში გამოდის.
17 სექტემბერს ცნობილი სერიალი The Morning Show (დილის შოუ) ტელეეკრანებს მეორე სეზონით უბრუნდება. ემის მფლობელი „დილის შოუ“ მოგვითხრობს ამერიკულ გადაცემაზე, რომლის წამყვანსაც თანამშრომლის სექსუალური შევიწროების გამო, სამსახურიდან უშვებენ, რის შემდეგაც მოვლენები ძალიან საინტერესოდ ვითარდება. სერიალის მეორე სეზონის ტრეილერიდან ირკვევა, რომ სატელევიზიო შოუ მაყურებელს ბევრ სიახლეს სთავაზობს.
Grey’s Anatomy, მე-18 სეზონი
შონდარაიმსის ცნობილი სატელევიზიო შოუს მე-18 სეზონის პრემიერა 30 სექტემბერს არის დაგეგმილი. სწორედ ახალ სეზონში გაუხსნის კარს გრეი-სლოუნის ახალი კლინიკა პაციენტებს. ამის ფონზე ექიმი ბეილი ახალი ექიმების ძებნას აპირებს, ხოლო ოუენი და ტედი თავიანთი ურთიერთობის ახალ ეტაპზე გადაყვანას გეგმავენ.
A Million Little Things, მე-4 სეზონი
სერიალის მე-4 სეზონის გამოსვლა 22 სექტემბრისთვის დაანონსდა. სატელევიზიო შოუ მოგვითხრობს სამეგობროს ამბავს, რომელთა ცხოვრება იცვლება ერთ-ერთი მეგობრის მოულოდნელად გარდაცვალების შემდეგ.
The Witcher, მე-2 სეზონი
სერიალის მეორე სეზონს მაყურებელი 2019 წლის შემდეგ ელოდება და აი, ეს დღეც დადგა. Netflix-ის სატელევიზიო შოუ ტელეეკრანს 17 დეკემბერს უბრუნდება. სერიალი მოგვითხრობს გერალტრივიაზე, მარტოხელა მონსტრებზე მონადირეზე, რომელიც იბრძვის, თავისი ადგილი იპოვოს მსოფლიოში, სადაც ადამიანები ხშირად უფრო ბოროტები აღმოჩნდებიან ხოლმე, ვიდრე მხეცები.
Dexter: New Blood (დექსტერი: ახალი სისხლი)
დექსტერ მორგანი ბრუნდება – Dexter-ის გახმაურებული სერიალის მთავარ პერსონაჟთან შეხვედრის შესაძლებლობა მაყურებელს 7 ნოემბრიდან ექნება. სატელევიზიო შოუს ბოლო სეზონი 10 წლის წინ გამოვიდა. ახლა დექსტერი ნიუ იორკის ერთ პატარა ქალაქში ცხოვრობს და ურთიერთობა აქვს ადგილობრივი პოლიციის უფროსთან, თუმცა მას სერიული მკვლელის წარსულს უმალავს.