„გრეის ანატომიის“ ვარსკვლავი სანდრა ო საქართველოშია [ფოტო]
„გრეის ანატომიის“ ვარსკვლავი სანდრა ო საქართველოშია [ფოტო]

სერიალ „გრეის ანატომიის“ (Grey’s Anatomy) ვარსკვლავი სანდრა ო საქართველოშია.

სანდრა ოს ფასანაურში ვიზიტის შესახებ ინფორმაცია და ფოტომასალა „ადმირალ რაფტინგ გრუპმა“ (Admiral Rafting Group) სოციალურ ქსელში გაავრცელა.

საქართველოს პირველ არხს „ადმირალ რაფტინგ გრუპში“ განუცხადეს, რომ სანდრა ო, სამ მეგობართან ერთად, ყაზგებიდან თბილისში ბრუნდებოდა და გზად, დაახლოებით ერთი საათით მათ კაფეში გაჩერდა.

არსებული ინფორმაციით, მსახიობი ყაზბეგს, ფასანაურსა და თბილისს სტუმრობდა.

ვიზიტის შესახებ სხვა დეტალები უცნობია, თუმცა სანდრა ო-ს გუშინ, 20 ივლისს დაბადების დღე ჰქონდა და სავარაუდოდ მისი საქართველოში გატარება გადაწყვიტა.

ფასანაურში ყოფნისას სანდრა ომ კაფეს მეპატრონეებთან ფოტოებიც გადაიღო, რომელიც საქართველოს პირველ არხს „ადმირალ რაფტინგ გრუპმა“ მიაწოდა.