მარია შარაპოვამ სერიალ „დილის შოუს“ ეპიზოდში ითამაშა
მარია შარაპოვამ სერიალ „დილის შოუს“ ეპიზოდში ითამაშა

რუსმა ჩოგბურთელმა მარია შარაპოვამ სოციალურ ქსელში განათავსა ერთობლივი ფოტო ცნობილ მსახიობებთან – ჯენიფერ ენისტონთან და რიზ უიზერსპუნთან ერთად სერიალ „დილის შოუს” გადასაღები მოედნიდან.

კომპანია Apple-მა ჩაუშვა საკუთარი სტრიმინგ-სერვისი და „დილის შოუ“ – ინდუსტრიის დებიუტანტის ერთ-ერთი ყველაზე ამბიციური პროექტია. სერიალს ვარსკვლავური შემადგენლობა ჰყავს ჯენიფერ ენისტონის, რიზ უიზერსპუნის, სტივ კარელასა და სხვების სახით. თუ ჩოგბურთელის ფოტოთი ვიმსჯელებთ, როგორც ჩანს, მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანიც ამ ჯგუფს უერთდება.

„მიჩქმიტეთ! დაუჯერებელი გამოცდილება „დილის შოუს“ გადაღებებზე ყველაზე კეთილ ქალებთან ერთად, რომლებთანაც ასე ახლოს არასოდეს ვყოფილვარ. მადლობა რიზსა და ჯენიფერს იმისთვის, რომ ამდენად ბრწყინვალენი (და სასაცილოები) არიან გადასაღებ მოედანზე! ახალი სერია უკვე დღეს არის ეთერში. დარწმუნებული ვარ, ამის შემდეგ მიმიწვევენ „ოქროს გლობუსის“ დაჯილდოვებაზე“, – დაწერა მარიამ.

32 წლის შარაპოვა WTA-ის რეიტინგში 131-ე ადგილზეა.