რომან კაკულია - სამწუხაროა, რომ დე გოლების, ადენაურებისა და შუმანების ევროპაში ახლა დონე კუბილიუსამდე ჩამოვიდა
სამწუხაროა, მაგრამ ვფიქრობ, ახლა მიმდინარეობს მცდელობა, მოამზადონ სიტუაცია, რომ ჩვენ არ მოგვენიჭოს შემდეგ ის სტატუსი, რაც ქართული საზოგადოების დიდი ნაწილის სურვილია, – ამის შესახებ საზოგადოებრივი ორგანიზაცია „პოლიტიკური არჩევანის“ დამფუძნებელმა, რომან კაკულიამ „იმედის“ ეთერში განაცხადა.
აღნიშნული კომენტარით კაკულია საქართველოს მიერ ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების შესრულების წლიურ ანგარიშს გამოეხმაურა.
„პარლამენტშიც ბევრმა გააკეთა კომენტარი და მიანიშნეს სულ სხვაგან არსებულ საწყის იმპულსზე, რომლის გაგრძელებაც შესაძლოა, იყოს მთელი ეს დიდი ისტორია თავისი კიევში გაკეთებული განცხადებებითა და გადაწყვეტილებებით, რაც ხდებოდა. კერძოდ, ჩანაწერთან დაკავშირებით, დებიძინიზაცია და ასეთი ფრაზები. სამწუხაროა, რომ ის ევროპარლამენტარები, რომლებიც ამას აკეთებენ, ვერ ხვდებიან, რაოდენ სასაცილოდ გამოიყურებიან, როდესაც ისინი ამ დონეზე წვრილმანდებიან, ასეთი ტიპის ინფორმაციის მიმართ მოწყვლადი ხდებიან. საუბარი იყო კუბილიუსზე. მე ევროკავშირის ისტორიას ძალიან კარგად ვიცნობ. ჩემი პროფესია იყო. სამწუხაროა, რომ დე გოლების, ადენაურებისა და შუმანების ევროპაში ახლა დონე კუბილიუსის დონემდე ჩამოვიდა“, – განაცხადა კაკულიამ.