ლეგენდარული შვეიცარიელი ჩოგბურთელი როჯერ ფედერერი ავტორიტეტულმა ჟურნალმა GQ-მ მსოფლიოს 30 ყველაზე გავლენიანი ადამიანის სიაში შეიყვანა.
„ის ჯენტლმენია კორტზეც და მის ფარგლებს გარეთ. „დიდი სლემის“ ტურნირების 19-გზის გამარჯვებულმა თითქმის 40 მილიონი დოლარი შეაგროვა თავისი საქველმოქმედო ფონდისთვის, ამა წლის აპრილში კი, ბილ გეიტსთან ერთად მოაწყო აქცია აფრიკაში საგანმანათლებლო პროგრამების განვითარებისთვის“, – ასე ახასიათებს ფედერერს ჟურნალი.
უფრო ადრე, ფედერერმა წლევანდელი სეზონის შედეგების მიხედვით ATP-ის სამ ნომინაციაში გაიმარჯვა.