კრიშტიანო რონალდომ მესის გაუსწრო და მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენი გახდა #1TVSPORT
კრიშტიანო რონალდომ მესის გაუსწრო და მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენი გახდა #1TVSPORT

პორტუგალიელი ფეხბურთელი კრიშტიანო რონალდო სათავეში ჩაუდგა ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელების რეიტინგს, რომელსაც, ტრადიციულად, ამერიკული ჟურნალი Forbes-ი ადგენს.

რეიტინგში გათვალისწინებულია ხელფასები, საპრიზო თანხები და ბონუსები, რომლებიც სპორტსმენებმა 2022 წლის 1 მაისიდან 2023 წლის 1 მაისამდე გამოიმუშავეს.

ბოლო 12 თვის განმავლობაში პორტუგალიელის ჯამურმა შემოსავალმა 136 მილიონი დოლარი შეადგინა. საფეხბურთო მინდორზე რონალდომ ამ თანხის მესამედი გამოიმუშავა – 46 მილიონი. დანარჩენი 90 მილიონი შეადგინა კრიშტიანოს შემოსავალმა რეკლამებისგან, სპონსორებისგან და ბიზნესისგან.

რეიტინგის მეორე ადგილზე აღმოჩნდა შარშანდელი ლიდერი, „პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდი ლიონელ მესი. არგენტინელის წლიური შემოსავალი 130 მილიონ დოლარად შეფასდა – ეს იმდენია, რამდენიც გასულ წელს. ზუსტად ნახევარი მესის მოუტანა სარეკლამო კონტრაქტებმა Adidas-თან, Budweiser-თან, PepsiCo-სთან და სხვა ბრენდებთან.

ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენების ტოპ სამეულში კიდევ ერთი ფეხბურთელია – „პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდი კილიან მბაპე. ბოლო ერთ წელიწადში მან 120 მილიონი ევრო გამოიმუშავა, აქედან 100 მილიონი საფეხბურთო მოედანზე.

ტოპ ათეულში ასევე მოხვდნენ:

  1. ლებრონ ჯეიმსი (კალათბურთი) – 119,5 მლნ
  2. საულ ალვარესი (კრივი) – 110 მლნ
  3. ჯასტინ ჯონსონი (გოლფი) – 107 მლნ
  4. ფილ მიკელსონი (გოლფი) – 106 მლნ
  5. სტეფენ კარი (კალათბურთი) – 100,4 მლნ
  6. როჯერ ფედერერი (ჩოგბურთი) – 95,1 მლნ
  7. კევინ დურანტი (კალათბურთი) – 89,1 მლნ