რაფაელ ნადალი - არ ვარ იმედგაცრუებული, რომ ჯოკოვიჩმა „სლემებზე“ ჩემი რეკორდი მოხსნა #1TVSPORT
რაფაელ ნადალი - არ ვარ იმედგაცრუებული, რომ ჯოკოვიჩმა „სლემებზე“ ჩემი რეკორდი მოხსნა #1TVSPORT

ესპანელმა ჩოგბურთელმა რაფაელ ნადალმა ნოვაკ ჯოკოვიჩის მიღწევების შესახებ თავის დამოკიდებულებაზე აზრი გამოთქვა.

ჯოკოვიჩმა კარიერაში „დიდი სლემის“ 24 ტიტული დააგროვა და რეკორდსმენია ამ მაჩვენებლით, ნადალს 22 ტიტული აქვს, როჯერ ფედერერს – 20.

„არ ვარ განაწყენებული იმის გამო, რომ ჯოკოვიჩმა ჩემი რეკორდი მოხსნა. რა თქმა უნდა, მინდოდა, რეკორდსმენი ვყოფილიყავი, მაგრამ ამაზე არ ვარ ორიენტირებული. მჯერა, რომ ყველაფერს მივაღწიე, რაც შემეძლო. მოვიგე „დიდი სლემის“ 22 ტიტული და ასეთი მიღწევებით არ შეიძლება, იმედგაცრუებული იყო.

მე მრავალი წელი ერთ-ერთი ყველაზე არააქტიური მოთამაშე ვიყავი, რამდენიმე წელი გამოვტოვე და „დიდი სლემის“ მეტი ტურნირის მოგების შესაძლებლობა გავუშვი ხელიდან. მაგრამ ასეთია სპორტი. ჯოკოვიჩი იმიტომაც აღმოჩნდა უფრო წარმატებული, რომ მისმა მომზადებამ უფრო ხშირად თამაშის საშუალება მისცა“, – თქვა ნადალმა.

რაფამ თავისი ჯანმრთელობის მდგომარეობაზეც ილაპარაკა.

ესპანელმა ჩოგბურთელმა ტრავმა 2023 წლის ავსტრალიის ღია პირველობაზე მიიღო – მარცხენა ფეხის კუნთი დაიზიანა. იმ მომენტიდან მოყოლებული ნადალი კორტზე აღარ გამოჩენილა.

„ვცხოვრობ თუ არა ტკივილის გარეშე? არა, არის ფეხთან დაკავშირებული პრობლემები, ხანდახან ის ძალიან მტკივა, არ მაძლევს მშვიდად ცხოვრების საშუალებას. ხანდახან საკუთარ სახლში კიბეზე ჩასვლა მიჭირს.

ახლა უკეთ ვარ. მოდი, ასე ვთქვათ, ვაკონტროლებ ამ ტკივილს. თუმცა კარიერაში პაუზა წელის კუნთის გამო ავიღე“, – განაცხადა ნადალმა.