„როიტერის“ ინფორმაციით, წითელ ზღვაში ცეცხლი გაუხსნეს ვიეტნამიდან ისრაელისკენ მცურავ გემს, რომლის ბორტზე 24 ადამიანი იმყოფებოდა
წითელ ზღვაში კიდევ ერთ გემს გაუხსნეს ცეცხლი.
„როიტერის“ ინფორმაციით, წითელ ზღვაში, იემენის პორტ სალიფის ჩრდილო-დასავლეთით 76 საზღვაო მილში მალტის დროშით მცურავ საბერძნეთის საკუთრებაში არსებულ ხომალდს რაკეტა მოხვდა.
გავრცელებული ცნობით, ხომალდი „ზოგრაფია“ ვიეტნამიდან ისრაელში მიცურავდა და მის ბორტზე 24 ადამიანი იმყოფება.
„როიტერი“ წერს, რომ თავდასხმის დროს გემზე ტვირთი არ იყო. რაკეტის მოხვედრის შემდეგ გემმა გზა განაგრძო, თუმცა უსაფრთხოების შემოწმებისთვის თავდაპირველ კურსს შეიცვლის.