„როიტერი“ - ვატიკანი მოუწოდებს კათოლიკეებს, წიაღისეულ საწვავსა და იარაღის წარმოებაში ფულის დაბანდებაზე უარი თქვან
ვატიკანი მოუწოდებს კათოლიკეებს, წიაღისეულ საწვავსა და იარაღის წარმოებაში ფულის დაბანდებაზე უარი თქვან. ინფორმაციას სააგენტო „როიტერსი“ ავრცელებს.
როგორც გამოცემა იუწყება, შესაბამისი მოწოდება მოცემულია 225-გვერდიან დოკუმენტში, რომელიც წმინდა საყდარმა, რომის პაპ ფრანცისკეს ისტორიული ენციკლიკას (საჯარო წერილი, რომლითაც პაპი მთელ ეკლესიას მიმართავს ზნეობრივ ან სოციალურ საკითხთა თაობაზე) გამოქვეყნებიდან ხუთი წლის თავზე გამოქვეყნდა.
დოკუმენტში ჩამოთვლილია ის პრაქტიკული ნაბიჯები, რომელთა გადადგმასაც წმინდა საყდარი კათოლიკე მორწმუნეებს ურჩევს, რათა გლობალური დათბობა შენელდეს და კლიმატის ცვლილებების საფრთხეების განეიტრალება მოხერხდეს.
წერილის ერთ-ერთ პუნქტში კათოლიკეებს მოუწოდებენ, „მოერიდონ იმ კომპანიებს, რომელიც ადამიანურ ან სოციალურ ეკოლოგიას აზიანებენ“ . ამგვარი კომპანიების საქმიანობის სფეროებად დასახლებულია „აბორტი“, „იარაღის წარმოება“ და „წიაღისეული საწვავის მოპოვება“.
დოკუმენტში ვატიკანი გამოდის ინიციატივით, გამკაცრდეს მონიტორინგი სამთომომპოვებელ კომპანიებზე, რომლებიც ფაქიზი ეკოსისტემის ქვეყნებში მოქმედებენ და აბინძურებენ ჰაერს, ნიადაგს და წყალს.
მაისში 40-მა რელიგიურმა ორგანიზაციამ, რომელთა შორის უმრავლესობა კათოლიკური იყო, უარი თქვა წიაღისეული საწავავის კომპანიებთან თანამშრომლობაზე.
ვატიკანის ბანკში განაცხადეს, რომ წიაღისეული საწვავის მოპოვებაში ინვესტიციებს აღარ დააბანდებენ.