„როიტერი“ - მალიში შეიარაღებულ დაჯგუფებასთან შეტაკების დროს ფრანგი ჯარისკაცი დაიღუპა
მალიში შეიარაღებულ დაჯგუფებასთან შეტაკების დროს ფრანგი ჯარისკაცი დაიღუპა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
საფრანგეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დაღუპული ჯარისკაცი ფრანგული დანაყოფის წევრი იყო, რომელიც მალისა და ბურკინა-ფასოს საზღვარზე მდებარე ტყეში არიან დისლოცირებული.
სამინისტროს ცნობით, ფრანგი ჯარისკაცები სპეცოპერაციას ვერტმფრენების დახმარებით ატარებდნენ, რომლის მიზანი მიმდებარე რეგიონში მოქმედი შეიარაღებული დაჯგუფების გამოვლენა იყო. გავრცელებული ცნობით, ფრანგი ჯარისკაცი სნაიპერულ გასროლას ემსხვერპლა.
2013 წლიდან მოყოლებული, როდესაც საფრანგეთმა მალიში კონტრტერორისტული დანაყოფი მიავლინა, სულ შეიარაღებულ დაჯგუფებებთან შეტაკებაში 50-ზე მეტი ფრანგი ჯარისკაცი დაიღუპა. გასულ კვირას საფრანგეთის შეიარაღებულმა ძალებმა გაავრცელეს განცხადება, რომ მალიში „ისლამური სახელმწიფოს“ დასავლეთ აფრიკის ფილიალის ერთ-ერთი ლიდერი მოკლეს.