ისრაელის მედიის ცნობით, ღაზის სექტორში საბრძოლო მოქმედებების დაწყების შემდეგ ისრაელის არმიის, სულ მცირე, 420 ჯარისკაცი დაიღუპა
ისრაელის მედიის ცნობით, ღაზის სექტორში საბრძოლო მოქმედებების დაწყების შემდეგ ისრაელის არმიის, სულ მცირე, 420 ჯარისკაცი დაიღუპა

ღაზის სექტორში საბრძოლო მოქმედებების დაწყების შემდეგ ისრაელის არმიის, სულ მცირე, 420 ჯარისკაცი დაიღუპა, – ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის მედია ქვეყნის თავდაცვის ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, საომარი მოქმედებების დროს 5 000-ზე მეტი ჯარისკაცი დაშავდა, რომელთაგან 2 000 ოფიციალურად აღიარებულ იქნა ინვალიდად. ისრაელის თავდაცვის სამინისტროს რეაბილიტაციის დეპარტამენტში განაცხადეს, რომ დაჭრილთა 58 პროცენტზე მეტს აღენიშნება ხელებისა და ფეხების მძიმე დაზიანებები, მათ შორის ისეთებიც, რომლებიც საჭიროებენ ამპუტაციას.

„სარეაბილიტაციო ფრთა ყოველდღიურად იღებს 60-მდე ახალ დაშავებულს და ტრავმის ცუნამი ჯერ კიდევ წინ გველოდება. დაშავებულთა უმეტესობას სერიოზული დაზიანებები აქვს. სახელმწიფომ უნდა გაიგოს, რომ აქ არის ვითარება, რომელიც საჭიროებს რესურსის ახალ განაწილებას“, – განაცხადა ისრაელის თავდაცვის სამინისტროს რეაბილიტაციის დეპარტამენტის უფროსმა, ლიმორ ლურიამ.