მედიის ცნობით, უკრაინის შეიარაღებული ძალების დარტყმის შედეგად დასახლება ვოლნოვახასთან, სულ მცირე, 60 რუსი ჯარისკაცია ლიკვიდირებული
მედიის ცნობით, უკრაინის შეიარაღებული ძალების დარტყმის შედეგად დასახლება ვოლნოვახასთან, სულ მცირე, 60 რუსი ჯარისკაცია ლიკვიდირებული

უკრაინის შეიარაღებული ძალების დარტყმის შედეგად დასახლება ვოლნოვახასთან, სულ მცირე, 60 რუსი ჯარისკაცია ლიკვიდირებული, – ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისის“ რუსულენოვანი სამსახური ავრცელებს.

„ბიბისის“ წყაროების ცნობით, უკრაინელმა სამხედროებმა დარტყმა „ჰაიმარსის“ ორი რაკეტით განახორციელეს, ხოლო სამიზნე დონეცკის ოლქის სოფელ ტრუდოვსკოესთან მდებარე პოლიგონი იყო.

გავრცელებული ცნობით, დაღუპულებს შორის არიან რუსეთის გვარდიის 36-ე მოტომსროლელი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეები. დარტყმები 20 თებერვალს დღისით განხორციელდა, როდესაც პოლიგონზე 200-300 რუსი სამხედრო იმყოფებოდა. ისინი ადგილზე რუსეთის 29-ე არმიის მეთაურის, გენერალ-მაიორ ოლეგ მოისეევის ჩასვლას ელოდებოდნენ.

„ბიბისის“ ცნობით, მათ აქვთ ათზე მეტი ფოტო და ვიდეო, სადაც ჩანს ათეულობით დაღუპული რუსი სამხედრო.

უკრაინის ხელისუფლებას ჯერ მომხდართან დაკავშირებით ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებია.