„როიტერი“ - კუნძულ შრი-ლანკაზე ბორანის ამობრუნების შედეგად სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კუნძულ შრი-ლანკაზე, ქალაქ კინიაში სამგზავრო ბორანის ამობრუნების შედეგად, სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ოთხი ბავშვია, 10 ადამიანი კი დაკარგულად ითვლება. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
მათივე ცნობით, ბორანს 35 ადამიანი გადაჰყავდა. ადგილზე სამაშველო ჯგუფებია მობილიზებული. პოლიციის ინფორმაციით, ბორანზე ძირითადად მოსწავლეები და მასწავლებლები იმყოფებოდნენ.
ჯერჯერობით არ ვრცელდება ინფორმაცია, თუ რა გახდა ბორანის ამობრუნების მიზეზი. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.