„როიტერი“ - კომპანია mobileye-ის ხელმძღვანელი, ისრაელში ერთ-ერთი ცნობილი ბიზნესმენი ბენიამინ ნეთანიაჰუს და მისი მთავრობის გადადგომას ითხოვს
„როიტერი“ - კომპანია mobileye-ის ხელმძღვანელი, ისრაელში ერთ-ერთი ცნობილი ბიზნესმენი ბენიამინ ნეთანიაჰუს და მისი მთავრობის გადადგომას ითხოვს

თვითმავალი ავტომობილების მწარმოებელი კომპანიის, mobileye-ის ხელმძღვანელი და ისრაელში ერთ-ერთი ცნობილი ბიზნესმენი ამნონ შაშუა ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუსა და მისი მთავრობის დაუყოვნებლივ გადადგომას ითხოვს.

ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

როგორც მედია წერს, ამნონ შაშუა ისრაელის კერძო სექტორის სახელით ამბობს, რომ ნეთანიაჰუს მთავრობა 7 ოქტომბერს „ჰამასის“ თავდასხმის შემდეგ წარუმატებლად და არაკომპეტენტურად იქცევა.

„ჩვენ უნდა შევამციროთ დანაკარგი და ძალიან სწრაფად გავაკეთოთ ეს. შექმნილი სიტუაციიდან ერთადერთი გამოსავალი ისრაელის მთავრობის შეცვლაა და ეს რაც შეიძლება მალე უნდა მოხდეს“, – აღნიშნავს ბიზნესნმენი.

შაშუას თქმით, ისრაელის ამჟამინდელი მთავრობა საკუთარი თავის გადარჩენაზე უფრო ფიქრობს, ვიდრე ქვეყნის.

საინფორმაციო სააგენტო „როიტერი“ ბიზნესმენის ამ განცხადებასთან დაკავშირებით ბენიამინ ნეთანიაჰუს ადმინისტრაციას დაუკავშირდა. მედიის ცნობით, ისრაელის პრემიერის ადმინისტრაციაში ამ თემაზე კომენტარის გაკეთება არ ისურვეს.