ჩრდილოეთ მაკედონიამ ხუთი რუსი დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა
ჩრდილოეთ მაკედონიამ ხუთი რუსი დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა. ინფორმაციას ჩრდილოეთ მაკედონიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
როგორც სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული, ჩრდილოეთ მაკედონიაში რუსეთის ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს და აცნობეს, რომ ხუთმა რუსმა დიპლომატმა ჩაიდინა ქმედებები, რომლებიც ეწინააღმდეგება დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციის ნორმებს.
განცხადების თანახმად, ელჩს ასევე აცნობეს, რომ რუსმა დიპლომატებმა ქვეყანა უნდა დატოვონ.