ჩრდილოეთ მაკედონია დავამარცხეთ - ქალთა ნაკრებში ჩემინავამ გაიბრწყინა #1TVSPORT
ჩრდილოეთ მაკედონია დავამარცხეთ - ქალთა ნაკრებში ჩემინავამ გაიბრწყინა #1TVSPORT

საქართველოს ქალთა ეროვნულმა ნაკრებმა ჩრდილოეთ მაკედონიასთან პირველი ამხანაგური მატჩი გამართა და 3:0 დაამარცხა.

პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა. მთავარი ამბები კი მეორე ნახევარში მოხდა. მატჩის გმირი ანა ჩემინავა გახდა, რომელიც ჩრდილოეთ მაკედონიის კარში გატანილი სამივე გოლში მონაწილეობდა.

ირის ანტმანის გუნდმა ანგარიში 53-ე წუთზე გახსნა. მაიკო ბებიამ ჩემინავას საგოლე გადაცემით ისარგებლა, შემდეგ კი თავად ჩემინავამ დუბლი შეასრულა და საქართველოს ნაკრებმა დამაჯერებლად გაიმარჯვა – 3:0.

საქართველოს და ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებების მეორე შეხვედრაც თბილისში, „მიხეილ მესხის“ სათადარიგო მოედანზე გაიმართება. 28 თებერვალს დაგეგმილი მატჩი 15:00 საათზე დაიწყება.

საქართველო – ჩრდილოეთ მაკედონია 3:0

გოლები: 1:0 მაიკო ბებია (53. ანა ჩემინავას პასით), 2:0 ანა ჩემინავა (61. თეონა ბაქრაძის პასით), 3:0 ანა ჩემინავა (83. ელენე ენჯიბაძის პასით).