ნიკოლოზ სამხარაძე - ჩრდილოეთ მაკედონია ჩვენი პარტნიორი ქვეყანაა, მნიშვნელოვანია იქ ისეთი მთავრობის ჩამოყალიბება, რომლისთვისაც ევროკავშირში გაწევრიანება პრიორიტეტული იქნება
ნიკოლოზ სამხარაძე - ჩრდილოეთ მაკედონია ჩვენი პარტნიორი ქვეყანაა, მნიშვნელოვანია იქ ისეთი მთავრობის ჩამოყალიბება, რომლისთვისაც ევროკავშირში გაწევრიანება პრიორიტეტული იქნება

ჩრდილოეთ მაკედონია ჩვენი პარტნიორი ქვეყანაა, მნიშვნელოვანია აქ ისეთი მთავრობის ჩამოყალიბება, რომლისთვისაც ევროკავშირში გაწევრიანება პრიორიტეტული იქნება, – ამის შესახებ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სპეციალურმა კოორდინატორმა და საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ჩრდილოეთ მაკედონიაში არჩევნების პროცესი საინტერესოდ ვითარდება და ჯერ არ არის გადაწყვეტილი, ვინ გაიმარჯვებს.

„არჩევნების პროცესი საკმაოდ საინტერესოდ ვითარდება. წინასწარი გამოკითხვებით, ჯერ არ არის გადაწყვეტილი, ვინ გაიმარჯვებს როგორც საპრეზიდენტო, ისე საპარლამენტო არჩევნებში. ძირითადი თემა, რაც გამოიკვეთა, ევროკავშირში ინტეგრაციაა. ყველა პარტია, რომელსაც ბარიერის გადალახვის შანსი აქვს, ამ თემას ერთ-ერთ პრიორიტეტულ საკითხად აყენებს. გვქონდა შესაძლებლობა, დავკვირვებოდით არჩევნებს ეთნიკური უმცირესობების უბნებში, სერბულ და ალბანურ უბნებში, სადაც ევროკავშირი ასევე ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. ჩრდილოეთ მაკედონია ჩვენი პარტნიორი ქვეყანაა, ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა და მნიშვნელოვანია, ჩამოყალიბდეს ისეთი მთავრობა, რომლისთვისაც ევროკავშირში გაწევრიანება პრიორიტეტული იქნება, ჩვენ კი ერთმანეთს დავეხმარებით ამ გზაზე“, – აღნიშნა ნიკოლოზ სამხარაძემ.