„როიტერი“ - აშშ მიიჩნევს, რომ ევგენი პრიგოჟინი ბახმუტთან ახლოს არსებულ მარილისა და თაბაშირის საბადოებზე კონტროლის მოპოვებით არის დაინტერესებული
აშშ მიიჩნევს, რომ ვლადიმერ პუტინთან დაახლოებული ბიზნესმენი, კერძო სამხედრო კომპანიის, „ვაგნერის“ დამფუძნებელი ევგენი პრიგოჟინი ბახმუტთან მარილისა და თაბაშირის საბადოებზე კონტროლის მოპოვებით არის დაინტერესებული. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ თეთრი სახლის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც თეთრ სახლში აღნიშნავენ, არსებობს იმის ნიშნები, რომ რუსეთისა და პრიგოჟინის მიერ ბახმუტის დაკავების მისწრაფება განპირობებულია ფულადი მოტივებით.
რუსეთის ძალები დონეცკის ოლქში მდებარე ქალაქის დაკავებას ნახევარი წელია, ცდილობენ. ბოლო რამდენიმე კვირაა, ბახმუტი უკრაინის ფრონტზე საბრძოლო მოქმედებების ეპიცენტრია. ვაშინგტონის მონაცემებით, ბახმუტის დასაკავებლად ბრძოლაში ნოემბრის ბოლოდან დეკემბრის დასაწყისამდე პერიოდში „ვაგნერის“ ათასზე მეტი დაქირავებული მერბძოლი დაიღუპა. ბახმუტის რაიონში ევროპის უმსხვილესი მარილის საბადო მდებარეობს, რომლის ფართობი 179 კვადრატული კილომეტრია.