წლევანდელი ზამთარი აშშ-ში განსაკუთრებით მკაცრი აღმოჩნდა. ქვეყნის ზოგიერთ ნაწილში ამჟამად სასტიკი სიცივეა, რომელიც პოლარული ციკლონის სახელით ცნობილმა ფენომენმა მოიტანა. ამ მოვლენას განსაკუთრებით კარგად ხედავენ დედამიწის ორბიტაზე მოძრავი ამინდის თანამგზავრები.
აშშ-ის მეტეოროლოგიური სამსახური ამინდის შესახებ განცხადებას ავრცელებს და სიცივეს „სიცოცხლისათვის საშიშს“ უწოდებს. დაბალი ტემპერატურა გამოწვეულია უჩვეულოდ სამხრეთით წასული არქტიკის ჰაერის მასებით, რომელთა ქარებმაც აშშ-ის ზოგიერთ შტატში ტემპერატურის -40 გრადუსამდე ვარდნა გამოიწვია.
ეს ტემპერატურა საკმარისია, რათა ადამიანის სხეული ნახევარ საათში სრულად გაიყინოს.