რიყისა და ნარიყალას დამაკავშირებელი საბაგირო გზა ზაფხულის სამუშაო განრიგზე გადადის
რიყისა და ნარიყალას დამაკავშირებელი საბაგირო გზა ზაფხულის სამუშაო განრიგზე გადადის

რიყისა და ნარიყალას დამაკავშირებელი საბაგირო გზა ზაფხულის სამუშაო განრიგზე გადადის, – ამის შესახებ აღნიშნულია თბილისის სატრანსპორტო კომპანიის განცხადებაში.

კომპანიის ინფორმაციით, საბაგირო გზა მგზავრებს 10:00-დან 24:00 საათამდე მოემსახურება.

„იცვლება რიყისა და ნარიყალას დამაკავშირებელი საბაგირო გზის სამუშაო საათები. საბაგირო გზა გადადის ზაფხულის სამუშაო განრიგზე. პირველი ივნისიდან საბაგირო გზა მგზავრებს 10:00-დან 24:00 საათამდე მოემსახურება, 22:00 საათის ნაცვლად“, – აღნიშნულია თბილისის სატრანსპორტო კომპანიის განცხადებაში.