კუს ტბის საბაგირო გზა 24 ოქტომბერს, 16:00 საათზე გაიხსნება

16:34, 23.10.2023

კუს ტბის საბაგირო გზა 24 ოქტომბერს, 10:00 საათის ნაცვლად, მგზავრებისთვის 16:00 საათიდან გაიხსნება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, საბაგირო გზას გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოები ჩაუტარდება.

„თბილისის სატრანსპორტო კომპანია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის“, – აღნიშნულია თბილისის მერიის ინფორმაციაში.

მსგავსი