პაკისტანში 274 მეტრის სიმაღლეზე გაჩერებულ საბაგიროს კაბინაში მყოფი რვავე ადამიანი გამოიყვანეს
პაკისტანში 274 მეტრის სიმაღლეზე გაჩერებულ საბაგიროს კაბინაში მყოფი რვავე ადამიანი გამოიყვანეს

პაკისტანში 274 მეტრის სიმაღლეზე გაჩერებულ საბაგიროს კაბინაში მყოფი რვავე ადამიანის გადარჩენა მოხერხდა. ამის შესახებ ინფორმაცია „ბიბისის“ პაკისტანის შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

შემთხვევას პაკისტანის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ანვაარ ულ ჰაკ კაკარი  „ტვიტერის“ გვერდზე გამოეხმაურა და მადლიერება გამოხატა იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც სამაშველო სამუშაოებში მონაწილეობდნენ.

„საოცარი გუნდური მუშაობა აჩვენეს სამხედროებმა, სამაშველო განყოფილებებმა, რაიონის ადმინისტრაციამ და ადგილობრივმა მოსახლეობამ“, – წერს პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი.

ცნობისთვის, პაკისტანში საბაგიროს დაზიანების შედეგად კაბინა 274 მეტრის სიმაღლეზე გაჩერდა. კაბინაში მყოფ რვა ადამიანს შორის ექვსი ბავშვი იყო.

შემთხვევა ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, ქალაქ ბატაგრამში მოხდა. საბაგიროს გამოყენებით ბავშვები სკოლაში მიდიოდნენ, რა დროსაც ერთ-ერთი კაბელი გაწყდა და კაბინა მაღალ სიმაღლეზე გაჩერდა.