რიყე-ნარიყალას საბაგირო მგზავრებს კვლავ მოემსახურება
რიყე-ნარიყალას საბაგირო მგზავრებს კვლავ მოემსახურება

რიყე-ნარიყალას საბაგირო გზაზე გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოები დასრულდა.

დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, დღეიდან საბაგირო მგზავრებს კვლავ მოემსახურება.

თბილისის მერიის ცნობით, სამუშაოები თბილისის სატრანსპორტო კომპანიის შესაბამისმა ტექნიკურმა ჯგუფმა, მწარმოებელი კომპანიის, „ლეიტნერის“ სპეციალისტებთან ერთად აწარმოა.