რიში სუნაკი - მომავალ წელს პოლონეთში საჰაერო თავდაცვის გასაძლიერებლად, ჩვენი საჰაერო ძალების საბრძოლო თვითმფრინავებს გავგზავნით
რიში სუნაკი - მომავალ წელს პოლონეთში საჰაერო თავდაცვის გასაძლიერებლად, ჩვენი საჰაერო ძალების საბრძოლო თვითმფრინავებს გავგზავნით

დიდი ბრიტანეთი მომავალ წელს პოლონეთში დიდი ბრიტანეთის საჰაერო ძალების საბრძოლო თვითმფრინავებს გაგზავნის პოლონეთის საჰაერო თავდაცვის გასაძლიერებლად, – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, რიში სუნაკმა ვარშავაში პოლონელ კოლეგასთან, დონალდ ტუსკთან შეხვედრისას განაცხადა.

სუნაკის თქმით, ბრიტანეთი პოლონეთში ასევე გაგზავნის 16 000-ზე მეტ ბრიტანელ სამხედროს ნატო-ს წვრთნების ფარგლებში.

„მომავალ წელს ჩვენ ასევე განვათავსებთ გაერთიანებული სამეფოს საჰაერო ძალების საბრძოლო თვითმფრინავებს პოლონეთში, რითიც ხაზს გავუსვამთ, რამდენად მნიშვნელოვანია ეს საკითხი ჩვენთვის, იმას, რომ გვინდა დავეხმაროთ პოლონეთის ცის კონტროლს. საჰაერო თავდაცვა მნიშვნელოვანია და გაერთიანებულ სამეფოს სურს, მხარი დაუჭიროს პოლონეთს, ასევე სურს, მჭიდროდ ითანამშრომლოს თქვენთან ამ საკითხზე“, – აღნიშნა რიში სუნაკმა.

თავის მხრივ, პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ პოლონეთსა და დიდ ბრიტანეთს შორის თანამშრომლობა სხვა პარტნიორებისთვისაც სამაგალითო გახდება.