პოლონეთისა და ლიეტუვის პრეზიდენტები რუსეთისა და ბელარუსის საზღვრის სიახლოვეს ორი ქვეყნის ერთობლივი სამხედრო წვრთნების დახურვის ცერემონიას დაესწრნენ
პოლონეთისა და ლიეტუვის პრეზიდენტები რუსეთისა და ბელარუსის საზღვრის სიახლოვეს ორი ქვეყნის ერთობლივი სამხედრო წვრთნების დახურვის ცერემონიას დაესწრნენ

პოლონეთისა და ლიეტუვის პრეზიდენტები რუსეთისა და ბელარუსის საზღვრის სიახლოვეს ორი ქვეყნის ერთობლივი სამხედრო წვრთნების დახურვის ცერემონიას დაესწრნენ. ინფორმაციას ამის შესახებ „ასოშიეთიდ  პრესი“ ავრცელებს.

ხუთდღიანი სამხედრო სწავლება ნატო-სთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი სუვალკის დერეფნის გასწვრივ გაიმართა. 100 კილომეტრამდე სიგრძის დერეფანი აკავშირებს პოლონეთსა და ლიეტუვას, იმავდროულად, ერთმანეთისგან ყოფს რუსეთის კალინინგრადის ოლქსა და ბელარუსს.

როგორც პოლონეთის პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ განაცხადა, „პოტენციურმა აგრესორმა უნდა დაინახოს ჩვენი მზადყოფნა“.

სამხედრო სწავლებაში 1500 ლიეტუველი და 200 პოლონელი სამხედრო მონაწილეობდა. როგორც „ასოშიეთიდ  პრესი“ წერს, მანევრებში ასევე მონაწილეობდა ამერიკელი და პორტუგალიელი სამხედრო პერსონალი.