რადოსლავ სიკორსკი - ბრავო ისრაელს ირანის საჰაერო თავდასხმის მოგერიებისთვის, ისრაელის ანტისარაკეტო თავდაცვითი შესაძლებლობები უნდა გაძლიერდეს და თავდაცვის მსგავსი საშუალებები გაიგზავნოს უკრაინაში
რადოსლავ სიკორსკი - ბრავო ისრაელს ირანის საჰაერო თავდასხმის მოგერიებისთვის, ისრაელის ანტისარაკეტო თავდაცვითი შესაძლებლობები უნდა გაძლიერდეს და თავდაცვის მსგავსი საშუალებები გაიგზავნოს უკრაინაში

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რადოსლავ სიკორსკი ირანის ისრაელზე თავდასხმას გამოეხმაურა და შეაქო ისრაელი თავდასხმის მოგერიებისთვის.

ამასთან, სიკორსკიმ მოუწოდა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერს, მხარი დაუჭიროს ისრაელისა და უკრაინის დახმარების კანონპროექტს.

„ბრავო ისრაელს ირანის უზარმაზარი საჰაერო თავდასხმის მოგერიებისთვის, რომელიც კოორდინირებული იყო რამდენიმე მიმართულებით. ისრაელის ანტისარაკეტო თავდაცვითი შესაძლებლობები უნდა გაძლიერდეს და მსგავსი თავდაცვის საშუალებები უნდა გაიგზავნოს უკრაინაში. აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერო, მაიკ ჯონსონ, გთხოვთ, პალატამ მხარი დაუჭიროს ისრაელისა და უკრაინის დახმარების კანონპროექტს“, – წერს სიკორსკი.

ისრაელის მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ირანმა ისრაელის მიმართულებით ათეულობით უპილოტო საფრენი აპარატი გაუშვა. მოგვიანებით გავრცელდა ცნობა ირანის მიერ ისრაელის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტების პირველი ტალღის გაშვების შესახებ. ამასთან, გაერო-ში ირანის მისიამ განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ ლეგიტიმური თავდაცვის შესახებ გაერო-ს წესდების 51-ე მუხლის საფუძველზე, ირანის სამხედრო ქმედება იყო პასუხი სიონისტური რეჟიმის აგრესიაზე დამასკოში, დიპლომატიურ შენობებზე თავდასხმაზე და „საკითხი შეიძლება, დასრულებულად ჩაითვალოს“.