რიო-დე-ჟანეიროში, საავადმყოფოში ხანძარს სულ მცირე 10 ადამიანი ემსხვერპლა
რიო-დე-ჟანეიროში, საავადმყოფოში ხანძარს სულ მცირე 10 ადამიანი ემსხვერპლა

რიო-დე-ჟანეიროში, საავადმყოფოში ხანძარს სულ მცირე 10 ადამიანი ემსხვერპლა.

სააგენტო „როიტერის“ ცნობით, ინციდენტი ბრაზილიის ქალაქის ჩრდილოეთ ნაწილში მოხდა.

საავადმყოფოში ცეცხლი ადგილობრივი დროით საღამოს 18:00 საათზე გაჩნდა. სამაშველო სამსახური ხანძრის ჩაქრობას ორი საათი მოუნდა.

ხანძრის გამო, სამედიცინო დაწესებულებიდან სხვადასხვა საავადმყოფოში 90-მდე პაციენტი გადაიყვანეს.

მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება. გამომძიებელი ვარაუდობს, რომ ხანძარი მოკლე ჩართვამ გამოიწვია.