საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ხარაგაულში, რიკოთის უღელტეხილზე ხანძარი ლიკვიდირებულია.
შემთხვევის შედეგად თხევადი გაზით დატვირთული ავტოცისტერნა დაიწვა.
ხანძრისას ერთი ადამიანი გარდაიცვალა.
რიკოთზე მომხდარ ავარიას შსს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევის მუხლით იძიებს.
საავტომობილო გზის 150-ე კმ-ზე, სოფელ ხევთან, სადაც მომხდარის გამო გზა გადაკეტილი იყო, მოძრაობა ცოტა ხანში აღდგება.