რიკოთის გვირაბთან ავარიაში მონაწილე ტრაილერის მძღოლი დაკავებულია, – ამის შესახებ პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს.
შსს-ს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 276 მუხლის მე-7 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ათ წლამდე.
რიკოთის გვირაბთან ავარიას ხუთი ადამიანი, მათ შორის ორი ბავშვი ემსხვერპლა.
არსებული ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ასევე დაშავდა ერთი ადამიანი, რომელიც სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.