რიკოთზე ავარიის შედეგად კიდევ ერთი ადამიანი დაიღუპა
რიკოთზე ავარიის შედეგად კიდევ ერთი ადამიანი დაიღუპა

რიკოთის გვირაბთან ავარიისას დაშავებული ერთი ადამიანი საავადმყოფოში დღეს დილით გარდაიცვალა, – ამის შესახებ პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს.

რიკოთზე ავარიისას ადგილზე ხუთი ადამიანი დაიღუპა.

ავარიაში მონაწილე ტრაილერის მძღოლი დაკავებულია. შსს-ს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 276 მუხლის მე-7 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ათ წლამდე.