რიკოთის გვირაბთან ავარიისას ხუთი ადამიანი დაიღუპა
რიკოთის გვირაბთან ავარიისას ხუთი ადამიანი დაიღუპა

რიკოთის გვირაბთან ავარიას ხუთი ადამიანი, მათ შორის ორი ბავშვი ემსხვერპლა.

არსებული ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავდა ერთი ადამიანი, რომელიც სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

ავარიის სხვა დეტალები უცნობია. თვითმხილველების ცნობით, ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფი და საპატრულო პოლიცია.