რიკოთის უღელტეხილზე ინტენსიურად თოვს - რა ვითარებაა ადგილზე [ფოტო/ვიდეო]
რიკოთის უღელტეხილზე ინტენსიურად თოვს, თუმცა ყველა სახის სატრანსპორტო საშუალება შეზღუდვის გარეშე გადაადგილდება.
პირველი არხის ჟურნალისტის ინფორმაციით, მთელი ღამის განმავლობაში იწმინდებოდა უღელტეხილის 17 კილომეტრიანი მონაკვეთი.
ადგილზე მობილიზებულია საგზაო დეპარტამენტის ქვეკონტრაქტორი კომპანიის სპეციალური ტექნიკა. იყრება ტექნიკური მარილი
„ამ წუთებში, ძლიერი თოვის მიუხედავად, ყველა სახის ტრანსპორტის გადაადგილება შეზღუდვის გარეშე ხორციელდება. ადგილზე მობილიზებულია 15 ერთეული ტექნიკა. დაყრილია მარილი და გრეიდერებით იწმინდება გზა. ვინარჩუნებთ ორივე მიმართულებით გაწმენდილ გზას. ვითარებას ქარი და ნამქერი ართულებს. ამ დროისთვის ყველაზე ტიპის ტრანსპორტი თავისუფლად გადაადგილდება”,- განაცხადა საგზაო საზედამხედველო კომპანია „იგჰ“-ს ტექნიკურმა ზედამხედველმა მიხეილ დოფიძემ.