რიკოთის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
რიკოთის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ​თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 150-ე კმ-ზე, სოფელ ხევთან ავტოტრანსპორტის მოძრაობა უკვე თავისუფალია.

ავტოტრანსპორტის მოძრაობა ხანძრის გამო იყო აკრძალული.

ხარაგაულში, რიკოთის უღელტეხილზე თხევადი გაზით დატვირთული ავტოცისტერნა დაიწვა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით,  ხანძარი ლიკვიდირებულია. მომხდარის გამო, ერთი ადამიანი გარდაიცვალა.

ავარიას შსს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევის მუხლით იძიებს.